ზუგდიდის მერია მძიმე სოციალური პირობების მქონე პირებს ზამთრისთვის საკვები პროდუქტებით დაეხმარება

Read Time:21 Second

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტი, „სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებითი უზრუნველყოფა“ დაიწყო.

პროგრამა ზამთრის პერიოდში ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე პირების საკვები პროდუქტებით დახმარებას ითვალისწინებს.

413 ოჯახი პროგრამის ფარგლებში მერიისგან ერთჯერადად საკვებ პროდუქტებს: შაქარს, ფქვილს, ზეთს, კარტოფილს, მაკარონსა და ხახვს მიიღებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დახმარების გაცემა 4 დეკემბერს დაიწყო და ის ეტაპობრივად განხორციელდება.

ამ დროისთვის საკვები პროდუქტები 170-მდე ბენეფიციარს მიეწოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გარდაცვლილისგან გადანერგილი საშვილოსნოთი მსოფლიოში პირველი ბავშვი გაჩნდა
Next post “მთელი ოჯახი ერთ დღეს ამოხოცეს” – ვერის სასაფლაოზე დატრიალებული ტრაგედია