ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა შესაძლოა, ხუთი წლით გაგრძელდეს

Read Time:45 Second

სამართლებრივად შესაძლებელია, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გაგრძელდეს, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მიმართავს, გაითვალისწინოს თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.

„ვისურვებ, რომ ზვიად გამსახურდიას შვილები ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ. გუშინ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ცოტნეს ვესაუბრე. პრეზიდენტის მომართვას ვეხმაურები. ვფიქრობ, მისი მხრიდან სწორი აქცენტი იყო, რომ საკანონმდებლო კუთხით თუ შესაძლებლობა არსებობს, პარლამენტმა გამოიყენოს. მის ინიციატივას მხარს ვუჭერ და შესაძლებელია, სამართლებრივი გზით ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გავზარდოთ, რითაც შესაძლებელი იქნება, რომ გამოძიება არ შეწყდეს.

ეს სამართლებრივი გზა არსებობს “სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებებით. მზად ვარ, ამაზე მუშაობა დავიწყო და შემდეგი კვირისთვის ინიცირება შესაძლებელი იქნება. დაჩქარებული წესით იქნებ განვიხილო, კოლეგებს დაველაპარაკები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მიმართავს, გაითვალისწინოს თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.

ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს ეწურება. საქმეზე ძიება 2015 წლის შემდეგ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეთერ სვიანაიძე საჯარო სამსახურში 57-წლიანი საქმიანობისთვის დააჯილდოეს
Next post ტყიბულში ვცხოვრობდით “დღესვე უნდა გნახო, იცოდე… ” – ალექსანდრე ბასილაიას “ზღაპარი სიყვარულისა”