აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:35 Second

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული
საქართველოს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვასილ
გველესიანი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და
დეპუტატობის კანდიდატ პაატა ნასრაძესთან ერთად გამართა და ადგილობრივებს
სამომავლო გეგმები გააცნო.

“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ
ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ პაატა ნასრაძესთან ერთად სოფელ
ზოვრეთის მოსახლეობას ვესტუმრე.
ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ამ სოფელში ბოლო წლების განმავლობაში
სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა ზოვრეთი-
საზანოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო პროექტი. ამჟამად, ადგილობრივების
ძირითად მოთხოვნას წყალმომარაგება წარმოადგენს.
მოსახლეობა მხარდაჭერას უცხადებს და დადებითად აფასებს იმ
ინფრასტრუქტურულსა და სოციალურ პროექტებს, რომელიც პარტია „ქართულმა
ოცნებამ“ განახორციელა. არის გარკვეული პრობლემები და გამოწვევები, რომლის
მოგვარებასაც ვაპირებ მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩემი გუნდისა და
თანამოქალაქეების თანადგომით”- განაცხადა ვასილ გველესიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები