მარტი 28, 2024
0 0
Read Time:32 Second

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ილონ მასკი უკრაინას უნდა ეწვიოს, რათა თავად იხილოს ომი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ილონ მასკი უკრაინას უნდა ეწვიოს კონფლიქტის უკეთ გასაგებად.

„თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი უკრაინაში და ამას თავად იხილავ ზედმეტი სიტყვების გარეშე. ამის შემდეგ კი გვეტყვით, როგორ დავასრულოთ ეს ომი, ვინ დაიწყო და როდის შეგვიძლია დავასრულოთ ის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

3 ოქტომბერს, უკრაინა-რუსეთის თემაზე ილონ მასკმა შემდეგი შინაარსის ტვიტი გამოაქვეყნა:

„უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:
– ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნებაა.
– ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).
– ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.
– უკრაინა ნეიტრალური რჩება“, – დაწერა ილონ მასკმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები