ზეიმი ბათუმში – დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა

Read Time:33 Second

2021 წლის 3 დეკემბერი – ეს თარიღი დინამო ბათუმის ისტორიაში სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩაეწერა, რადგან კლუბმა საქართველოს ჩემპიონის ფარი პირველად ჩაიბარა და ეს ყველაფერი საკუთარი, ერთგული გულშემატკივრის თვალწინ მოხდა.

გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაიფორმა, ამჯერად კი ნანატრი ზეიმის დრო დადგა, რადგან აჭარული გუნდი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

„უბედნიერესი ადამიანი ვარ – დინამო ბათუმის ჩემპიონობა ჩემი ოცნება და ამ ქალაქის დიდი ხნის მიზანი იყო. ყველას, ვისაც ჩვენი გაჩემპიონება გაუხარდა, მივულოცავ ამ გამარჯვებას და დაე, ეს დაწერილი ისტორია მომავალი ისტორიის საწინდარი იყოს.

4 დეკემბერს, ბათუმმში გრანდიოზული საზეიმო აღნიშვნა გვექნება. გპირდებით, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს თარიღი დაუვიწყარი დღე გახდება, თამაშის შემდეგ გვექნება ლაზერშოუ, დიდი კონცერტი, გულშემატკივრებს დასამახსოვრებელ საღამოს ვპირდებით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: ეს სიყვარულის დიდებული ისტორიაა, საყვარელ ქალს დავუბრუნდი
Next post ინდოეთში ლეოპარდი სკოლის შენობაში შევიდა და მოსწავლეს დაესხა თავს