ზაქარია ქუცნაშვილი ახალგაზრდული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა

Read Time:25 Second

არლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ახალგაზრდული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა.
დეპუტატმა ახალგაზრდებს გააცნო პარლამენტის სტრუქტურა, იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების საკანონმდებლო საქმიანობა, საპარლამენტო დიპლომატიაში მუდმივმოქმედი საპარლმენტო დელეგაციებისა და პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების როლი, ასევე პარლამენტის საქმიანობის პოლიტიკური სუბიექტების – საპარლამენტო ფრაქციების საქმიანობის მიზნები.
ახალგაზრდა პარლამენტარების კითხვებზე პასუხისას, ზაქარია ქუცნაშვილმა ისაუბრა კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე და ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლის პროცესზე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ახალ საპენსიო სისტემაზე და სხვა საკითხებზე.
პარლამენტის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ახალგაზრდული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს წარმატებები უსურვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს
Next post ავლაბარში მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება.