ზაზა ფაჩულიამ და შიო ხეცურიანმა საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ შეიძინეს

Read Time:31 Second

სპორტის, კალათბურთის და კალათბურთში საკლუბო სისტემის განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით, NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ და ყოფილმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ და ამ კლუბის ბაზა შეიძინეს.

თბილისის „დინამო“ ქართული საკლუბო კალათბურთის სახე და ყველაზე ტიტულოვანი კლუბია:  ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოთხგზის (1950, 1953, 1954, 1968) ჩემპიონი.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ განვითარებისთვის. აღასანიშნავია საქართველოს ბანკის წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში. საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას, ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავად შევეცადოთ კიდევ ბევრი ახალგაზრდა პროფესიონალ კალათბურთელად აღვზარდოთ,” – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გამოკითხვა – ვის დაუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში?
Next post “ყველას გიმახსოვრებთ ვინც სალომე ზურაბიშვილს უდგახართ გვერდით, უნდა გაგაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა” – ნიკა გვარამია