აპრილი 17, 2024
0 0
Read Time:45 Second

მადლობა კახა კალაძეს და საპატრულოს წარმომადგენელ გოგა მემანიშვილს, ის რომ არა, დენი არ გვექნებოდა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტთან განაცხადა, სადაც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა აქციის მონაწილეების კარვებში ელექტროენერგია შეიყვანა და ოთხი გამათბობელი დაამონტაჟა. მის განცხადებას 1tv.ge  ავრცელებს.

​„შეშის ღუმელები მოვიტანეთ, სავსეა კარავი შეშით. მერე მოვიდა პატრულის უფროსი და გვითხრა, დენს გამოგიყვანან, ესენი არ დადგათო. მან ადამიანური თვალით შემოგვხედა. მადლობას გადავუხდი კახა კალაძეს და იმ ადამიანს, გოგა მემანიშვილს, რომელიც არის აქ საპატრულოს უფროსი, ვინც იცავს ჩვენს უსაფრთხოებას. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, არც დენი იქნებოდა და არც არაფერი. მან დაამყარა კომუნიკაცია თავის უფროსებთან, როგორც ჩანს, მერიასთან მივიდა ეს ჩვენი პირობა და დენი გამოგვიყვანეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კალაძემ ეს ფაქტი გადაცემაში „პირისპირ“ დაადასტურა და განაცხადა, რომ შვილმკვდარ მამებს უბრალოდ გამართული ელექტროგაყვანილობა გაუკეთეს, რომ არ დაზიანებულიყვნენ და ამაში სატრაბახო არაფერია.

პარლამენტთან რამდენიმე თვეა, შვილმკვდარი მამების აქცია მიმდინარეობს. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები