ზაალ უდუმაშვილი: აქციები და მოლაპარაკებები არაფერ შუაშია ერთმანეთთან

Read Time:29 Second

მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა და ხელისუფლება ჯერჯერობით არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციები დიალოგს ხელს არ უშლის.

„ჩვენ ვაპროტესტებთ ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნას და სწორედ ეს არის მოლაპარაკებების ერთ-ერთი საგანი. როდესაც ნიკა მელია გათავისუფლდება, ბუნებრივია, ეს აქციებიც აღარ იქნება. ასე რომ, ეს აქციები და მოლაპარაკებები არაფერ შუაშია ერთმანეთთან. ულტიმატუმი, რაც ჯერჯერობით მოვისმინეთ, ხელისუფლების მხრიდან არსებობს. გუშინ გაუსვა წითელი ხაზები და დასვა წერტილები პრემიერ-მინისტრმა. ასე რომ, ჯერ თავის რიტორიკაში ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ – დიალოგი თუ წითელი ხაზების გავლა, იმიტომ რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავას ინფორმაციით, მარტის მეორე ნახევარში საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი ჩამოვა
Next post მიხეილ სააკაშვილი: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე, იმედი მაქვს, გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს