ზაალ ანჯაფარიძე: ჩაიარა 2003 წელს დაძრულმა მიშას მატარებელმა, ხალხს რომ პლაცკარტში ეპატიჟებოდა. ახლა, დგას ეს მატარებელი დეპოში და იჟანგება 2012 წლიდან მოყოლებული

Read Time:36 Second

ისე, ძალიან მინდა, რომ მიშას მხარდასაჭერ დღევანდელ მწირზე-მწირ აქციას კარგად შეხედონ დასავლეთის იმ წრეებმა, ვინც რეალურად გეგმავს და იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებაში, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქცია.

როგორც ანჯაფარიძე წერს, სააკაშვილის დრო უკვე გასულია.

„ისე, ძალიან მინდა, რომ მიშას მხარდასაჭერ დღევანდელ მწირზე-მწირ აქციას კარგად შეხედონ დასავლეთის იმ წრეებმა, ვინც რეალურად გეგმავს და იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებაში.

კარგად შეხედონ და შეაფასონ იმათ, ვინც ახლა სააკაშვილის გათავისუფლებაზე აწვება ხელისუფლებას, რადგანაც შეიძლება ჯერ კიდევ იმედოვნებს სააკაშვილის როგორც რესურსის/ინსტრუმენტის გამოყენებას აქ ხელისუფლების შესაცვლელად.

არაფერი გამოუვათ, ჩაიარა 2003 წელს დაძრულმა მიშას მატარებელმა, ხალხს რომ პლაცკარტში ეპატიჟებოდა, რადგანაც კუპეები უკვე „ნაცელიტას“ ჰქონდა დაკავებული.

დგას ეს მატარებელი ახლა დეპოში და იჟანგება 2012 წლიდან მოყოლებული,” – წერს ანჯაფარიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ბექაურმა ტოკიოს გრანდ-სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Next post უკრაინაში კიდევ ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა