ვოლოდიმი ზელენსკი – რუს სამხედროებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ, ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა

Read Time:37 Second

უკრაინის პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ რუსეთის ოკუპაციისგან ტერიტორიების გათავისუფლების ტემპი. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გათავისუფლებულ რაიონებში სტაბილიზაციის, ჩვენი ჯარების გადაადგილების, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ნორმალური ცხოვრების აღდგენისა და პარტნიორების მხარდაჭერის ტემპი. ჩვენ ამაზე გულწრფელად ვსაუბრობთ. უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი მოძრაობის ტემპს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ახლა ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციას ახდენს და იქ პოზიციები იმდენად მყარად უკავია, რომ ოკუპანტები პანიკაში არიან.

„ჩვენ ვაფრთხილებდით. რუს სამხედროებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ – ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა. კოლაბორაციონისტებს მსგავსი ვარიანტები აქვთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლიციას გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მართლწესრიგის სწრაფი აღდგენისთვის.

მან ასევე განაცხადა, რომ ხვალ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. უკრაინა ასევე მონაწილეობას მიიღებს სასურსათო უსაფრთხოების სამიტში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ექსკლუზივი-ისრაელს იუდეის აჯანყების პერიოდის ვერცხლის მონეტა გადაეცა
Next post გია ხუხაშვილი: ყველა ბრალდება, რაც ხელისუფლების მიმართ ისმის არ არის ობიექტური, მაგრამ ბევრი ინფორმაცია საყურადღებოა