ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და მჯერა, ჩემს გამარჯვებას გორის გამარჯვებად ვაქცევთ
„ჩემო გორელებო, თქვენს სიყვარულს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და თავს ვალდებულად მივიჩნევ, მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო და იმედები არ გაგიცრუოთ. როგორც მთელი ცხოვრება, ახლაც დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და მჯერა, ჩემს გამარჯვებას გორის გამარჯვებად ვაქცევთ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ გორის მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წარდგენაზე.
მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ,,ქართული ოცნების’’ გუნდს და გორის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ განვლილი წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში ბევრი რამ გაკეთდა.
,,ცხოვრების ყველა ეტაპზე განსაკუთრებით ვაფასებდი იმ ფაქტს, რომ გორიდან ვიყავი. ამ ქალაქმა ბევრი რამ მომცა, მუდმივად ვცდილობდი, აქ მცხოვრები, საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე შეყვარებული, ბევრი გაჭირვებისა და სირთულის მნახველი ხალხი გამეხარებინა. ჩემო გორელებო, თქვენს სიყვარულს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და თავს ვალდებულად მივიჩნევ, მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო და იმედები არ გაგიცრუოთ. როგორც მთელი ცხოვრება, ახლაც დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და მჯერა, ჩემს გამარჯვებას გორის გამარჯვებად ვაქცევთ. ყოველდღიური შეხება მაქვს გორელებთან და ზუსტად ვიცი, როგორ უნდა გადავდგათ ის გარდამტეხი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ბუნებრივია, არის სირთულეები, თუმცა, ჩემი სპორტული კარიერა სწორედ იმით იყო გამორჩეული, რომ სირთულეებში მუდმივად ვხედავდი შესაძლებლობებს და მათ დასაძლევად ბოლომდე ვიბრძოდი. ასე ვაპირებ პოლიტიკაშიც და მჯერა, ახალგაზრდა, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, საზოგადოების აქტიური ჩართულობით, წარმატების ახალ ისტორიას დავწერთ.’’ განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: ზაზა მათოშვილი, ბექა ლობჟანიძე, დავით სარალიძე, მერაბ მელანაშვილი, მამუკა ბაზანდარაშვილი, ასმათ ტალახაძე, იოსებ მუმლაძე, ჯაბა იმერლიშვილი, ბორის გოგიჩაიშვილი, კობა ბერიანიძე, გიორგი შიოშვილი, მანუჩარ ლაფაჩი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და მას საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს
ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია, ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და მას საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი...
რატი იონათამიშვილი: ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!
ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოში "უცხოური...
ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია, რომ საქართველო უარს ვერ იტყვის- თითქმის არ მეპარება ეჭვი, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი – ზაალ ანჯაფარიძე
„ეს რეზოლუცია არის სტიმული მინავლებისკენ წასული საპროტესტო აქციების ხელახლა გამწვავებისთვის“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას. ანჯაფარიძის...
რატი იონათამიშვილი-ოდიოზურმა ევროპარლამენტარების ჯგუფმა, ფაქტობრივად დააინიცირა რუსული რეზოლუცია, ვალდებულია ნებისმიერი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელმა დაგმოს ეს რეზოლუცია და პირველ რიგში მისი ავტორები
ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიაში, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის მიერ არის მომზადებული, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოკუპირებული...
„ჩვენი ამოცანა რა არის დღეს?! ერთიანობა და შეტევა…“ – მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არჩევნებში ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მისი მიზანი ხელისუფლების ცვლილება, ამოცანა კი...
განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია – შალვა პაპუაშვილი
„ზოგადად, ძალიან სამწუხარო დამოკიდებულება არის ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, არა მხოლოდ საქართველოს მიმართ. თუ დააკვირდებით მათ აქტივობებს სხვა ქვეყნების მიმართაც, მათი...