ვიქტორ ყიფიანი: ბანკმა არც მეტი და არც ნაკლები, გადაგვიყვანა ისეთ პროცედურულ ხლართებში, რომლებიც თავისი სირთულით, ვადიანობითა და კომპლექსურობით უტოლდება სინგაპურსა და ბერმუდაზე სასამართლო დავებს

Read Time:46 Second

როდესაც მთავარმა ბენეფიციარმა მიმართა ბანკს წინადადებით, რომ ტრასტები დახურულიყო და შესაბამისად, ეს დახურვის პროცედურა მას აძლევს აქტივებზე წვდომის პირდაპირ საშუალებას, ბანკმა არც მეტი და არც ნაკლები, გადაგვიყვანა ისეთ პროცედურულ ხლართებში, რომლებიც თავისი სირთულით, ვადიანობითა და კომპლექსურობით უტოლდება სინგაპურსა და ბერმუდაზე სასამართლო დავებს. მიუხედავად იმისა, რომ ტრასტების დახურვა, როგორც ასეთი, ადმინისტრაციული პროცედურაა, რომელსაც 1-2 დღის მეტი არ სჭირდება, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

„რეალურად ჩვენ ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ბანკი იყენებს ამ ტრასტებს, როგორც ინსტუმენტებს, კლიენტის ნებელობის, მისი შეუპოვრობისა და პრინციპულობის დატესტვისა. ტრასტებზე არსებულ თანხებს არანაირი შეხება არა აქვს არსებულ დავებთან. ეს არის საკითხი, რომელიც არანაირ დავას არ უნდა იწვევდეს. ეს ყველაფერი ერთად აღებული თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ხერხების ერთობლიობას გამართლება არ აქვს. რა არის ამ ხელწერის მამოძრავებელი, რა არის მოტივაცია ბანკის მესვეურთა მხრიდან – ეს ის კითხვაა, რომელიც დაისვა და დაშვების საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს დავა გასცდა სამართლებრივი დავის ფარგლებს და გადაინაცვლა სხვა კონტექტსში“, – აღნიშნა ყიფიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბექა დავითულიანი – სააკაშვილი არცერთი კანდიდატის მიმართ პირდაპირ მხარდაჭერას არ გამოხატავს, ისეთ თამაშს თამაშობს, რომ ყველა მიიმხროს, მისთვის პარტია არის ინსტრუმენტი, რომ თვითონ იყოს უკეთეს მდგომარეობაში
Next post მთავრობის სტრატკომი: მედიაში გავრცელდა ცრუ და სრულიად დაუსაბუთებელი ინფორმაცია, თითქოსდა ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ბიზნესინტერესები კონკრეტულ კერძო პროექტში