ვიქტორ სანიკიძე: 2024 წელს განაცხადს ვაკეთებთ ევროკავშირში გაწვრიანებაზე, დღეს კი ფარულ ჩანაწერებზე ვსაუბრობთ, რაც უკან ხევს ქვეყნის განვითარებას

Read Time:48 Second

გაცხადებული გვაქვს, რომ 2024 წელს განაცხადს გავაკეთებთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე და დღეს ვლაპარაკობთ 2010 წლის რაღაც ფარულ ჩანაწერებზე. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და უკან ხევს ქვეყნის განვითარებას, – ამის შესახებ „იმედის ფაქტორში“ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა.

„როცა გადაწყვეტილება მივიღე და შევუერთდი „ქართულ ოცნებას“, არნახული ბულინგი წავიდა ჩემზე, ჩემს ოჯახზე, ღვარძლი და ლანძღვა-გინება. მეც მყავს ბევრი მეგობარი, რომელიც არაა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, სხვა პარტიებს ემხრობიან. მე მათ არჩევანს პატივს ვცემ, თუმცა არ ვიზიარებ მათ პოზიციას. როგორ შეიძლება, როცა „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მილიონობით ამომრჩევლი და და ყველას მიმართ იყოს ასეთი რადიკალური დამოკიდებულება. პატივი ხომ უნდა ვცეთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს“, – განაცხადა სანიკიძემ.

ვიქტორ სანიკიძემ ასევე კომენტარი მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გააკეთა. „გვერდზე რომ გადავდოთ ეს საკითხი, ავთენტურია თუ არა ფარული ჩანაწერი, რაც მეორე დღეს ვიხილე პერფორმანსის სახით, რაც ხდებოდა ამ ოჯახის სახლთან, ესაა იმდენად მიუღებელი და ლუსტრაცია იმ მხარის, არამგონია რომ საღად მოაზროვნე ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქე, რომელიც ამ პროტესტს შეხედავს, მისთვის ნათელია, რასთან გვაქვს საქმე“, -აღნიშნა სანიკიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: რაც არ უნდა ეცადონ, ანზორ ჩუბინიძისგან ქარდავას და ახალაიას ვერ გამოიყვანენ
Next post ნიკუშა შენგელაია: გაუთავებელი ჩანაწერები, დაბრალებები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში მოვიდა