ვის შეუძლია ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში მონაწილეობა. დეტალურად

Read Time:33 Second

„როდესაც მომხმარებელს მიენიჭება NCDC-ს მიერ ჯავშნის კოდი და სტატუსად ექნება „აცრილი“, ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას ლატარიაში“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ლატარიის იურიდიული იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ხუციშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ლატარიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ერთჯერადად აცრილ მოქალაქეს, როგორც 2021 წლის 13 სექტემბრამდე, ასევე შემდგომ ვაქცინირებულებს.

„მოგახსენებთ, რომ ლატარია გაიმართება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ასევე, იქნება შემაჯამებელი გათამაშებაც. მინიმალური მოგება იქნება 100 ლარი, ხოლო მაქსიმალური – 100 000 ლარი. ყოველდღიურად, დაახლოებით 160 პრიზი გათამაშდება. ასევე ყოველკვირეული გათამაშების მოგებული პირები გვეყოლებიან და შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, სადაც უკვე დოლურაში მოთავსდება ლატარიის ყველა ბილეთი და იქიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული“,- განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.

ლატარიის ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს განვითარების 10 წლიანი სამოქმედო გეგმა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო
Next post ქალაქებში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში დაიწყებენ