ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება.

Read Time:1 Minute, 14 Second

საქართველოს საბანკო ასოციაცია მთავრობის მიერ 600 000 მოქალაქისთვის დავალიანების განულებასთან დაკავშირებით გაცხადებულ ინიციატივაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ასოციაცია აკონკრეტებს, თუ ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება და დასძენს, რომ ეს გარიგება ერთჯერადი ხასიათის არის.

“საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. პორტფელი ძირითადად იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:

2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით უწყვეტად ვადაგადაცილებულია; საკრედიტო ვალდებულების ძირი თანხა არ აღემატება 2 000 (ორი ათასი) ლარს; არ არის უზრუნველყოფილი ან უზრუნველყოფილია თავდებობით ან მოძრავი ქონებით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი პირების ბაზაში რეგისტრირებულ მოვალეთა შემთხვევაში, საქმე ეხება იმ საკრედიტო ვალდებულებებს, რომელთა ნარჩენი ძირი თანხა არ აღემატება 2 000 (ორი ათასი) ლარს, ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და არ არის აღმოფხვრილი 2018 წლის 19 ნოემბრამდე.

საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესაბამისად ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულებების საბოლოო სიების განსაზღვრა მიმდინარეობს და დასრულდება 2018 წლის 3 დეკემბერს.

კომერციულ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის გარიგება ერთჯერად ხასიათს ატარებს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს დავალიანების მოცულობას სამომხმარებლო სექტორში. ამასთან, საფინანსო სექტორი მოუწოდებს მომხმარებლებს ფინანსური ვალდებულების აღებისას პასუხისმგებლობით მოეკიდონ კრედიტის მომსახურების პირობების შესრულებას“, – წერია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება ჯამში პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკა ბესელია – სააკაშვილის ანტისემიტური განცხადება არის სირცხვილი
Next post კამპანია „გაუფრთხილდი ქალაქს – გაამწვანე თბილისი“ გრძელდება.