მარტი 28, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 51 Second

ვის რამდენი ლარის ეზრდება ხელფასი მომავალი წლიდან, ყველა მოქალაქეს აინტერესებს. ეს ინფორმაცია დეტალურადაა მოცემული 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტს დღეს წარუდგინეს. რამდენით იზრდება პენსია და ხელფასი ამ დოკუმენტის მიხედვით? ხელფასების ზრდა დაგეგმილია:

თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით:

  • თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 2022 წლის პირველად ბიუჯეტთან შედარებით იზრდება 490,0 მლნ ლარზე მეტით. მათ შორის პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 20%-ით გაზრდის მიზნით გათვალისწინებულია 290,0 მლნ ლარზე მეტი; ზოგადად, მთლიან საჯარო სექტორში გათვალისწინებულია ხელფასების 10%-იანი ზრდა, თუმცა არსებული გამოწვევების ფონზე, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასი ორჯერ უფრო

სოციალური მიმართულება – პენსიები და სოციალური დახმარებები

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 770,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 65 ლარით და განისაზღვრება 365 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება;
  • 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 295 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება;
  • გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით;
  • გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივნისიდან 150 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება;
  • დევნილთა სახლების უზრუნველყოფის კუთხით იწყება 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 250,0 მლნ ლარზე მეტი.

განათლების მიმართულებით

განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში:

  • საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატი იზრდება 125 ლარით;
  • ასევე 125 ლარით იზრდება მანდატურების ხელფასებიც;
  • გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
  • გათვალისწინებულია პროფესიული სასწავლებლების პედაგოთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა (15-დან 18 ლარამდე);
  • იწყება 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარამდე;
  • მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 75,8 მლნ ლარი. გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში დასაქმებულთა ხელფასების 10%-იანი ზრდა;
  • ინკლუზიური განათლება – 42,6 მლნ ლარი. პროგრამის ფარგლებში მასწავლებლების ანალოგიურად გათვალისწინებულია სპეც. მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა 125 ლარით;

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარიანი ზრდა.

2023 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა განხორცილდება 10%-ით, გარდა პოლიციელებისა და ჯარისკაცებისა, რომელთა ხელფასები გაიზრდება 20%-ით.

პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასწრაფოს დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების 100 ლარით ზრდა;

mshoblebi

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები