აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:36 Second

ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ნაწილი, ვისაც ხალხის გარეთ გამოყვანა სურდა, ეს სულაც არაა ახლა ის, რაც ქვეყანას სჭირდება. საჭიროა, რომ მათი მხრიდან დაისვას კითხვა: რა არის ჩვენი დღის წესრიგი, რა გვინდა მმართველი გუნდისგან, რა არის ჩვენი პრიორიტეტი და რა იქნება ჩვენი ნაბიჯი მშვიდობისთვის და არა ბოიკოტი, ბლოკირება, – განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

მისივე განცხადებით, ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რომ მათ აქვთ განზრახვა, მიაღწიონ წარმატებას.

„ახალი არჩევნები ან არაფერი” პრინციპი – ასეთი რამ მიუღებელია. პარლამენტშია საჭირო ხელსაწყოების გამოყენება. პრემიერისგან ველი, რომ გამოიყენებს ნაკლებად პოლარიზებულ და რადიკალურ რიტორიკას. ეს მის ინტერესშია, რათა ვითარება განმუხტონ,“- აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

მოლაპარაკებების საკითხს გამოეხმაურა ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრიუს კუბილიუსი და განაცხადა: „თუ მხარეები ვერ გადაწყვეტენ პრობლემებს, თაობები იკითხავენ, რატომ გაუშვა ხელიდან ქვეყანამ ევროპასთან დაახლოების შანსი“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები