მარტი 29, 2024
0 0
Read Time:51 Second

უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ნათლისღების ღამეს საგარეჯოში. ღამის პირველ საათზე მოულოდნელად სროლა დაიწყო რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან. მამაკაცი თავისი ბინის აივნიდან სხვადასხვა მიმართულებით ისროდა, რაც შემზარავი ტრაგედიით დასრულდა. გასროლის შედეგად, მამაკაცმა 5 ახალგაზრდა მოკლა და 5 დაჭრა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ სროლის შედეგად დაშავებული პირების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კლინიკის ექიმის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, 4 დაჭრილს ოპერაცია დასჭირდა. კიდევ ერთი დაშავებული, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. დაჭრილებს ძირითადად აღენიშნებათ ცეცხლსასროლით მიყენებული მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, მუცლის ღრუში შემავალი და ქვედა კიდურის ნაკვეთი ჭრილობები. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

დამნაშავე ყოფილი სამხედროა, ამავე კორპუსში მცხოვრები, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი. რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც ირკვევა, ადგილობრივებმა სროლის პარალელურად, დახმარებისთვის 112-ში დარეკეს, შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ათუაშვილმა სროლა მაინც განაგრძო, მოკლულებს შორისაა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ოთარ ღვინიაშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

მოკლული ახალგაზრდები არიან იქვე მცხოვრები: ზაქარია მათიაშვილი, ზაზა ჩიხლაძე, ნოდარ რჩეულიშვილი და დავით ნასრაძე, ხოლო მეხუთე მოკლული პირი პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები