მარტი 29, 2024
0 0
Read Time:3 Minute, 6 Second

ფა­რუ­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის საქ­მე­ზე, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი პარ­ტი­ის ორი წევ­რი და­ა­კა­ვეს. ისი­ნი აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი, დები – ირმა და ინგა ხო­რო­იშ­ვი­ლე­ბი არი­ან.

ფოტო ირმა ხო­რო­იშ­ვი­ლის “ფე­ის­ბუ­ქი­დან”

“ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მათი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­დაგ­ზავ­ნეს.

აქ­ტი­ვის­ტე­ბის და­კი­თხვის გამო, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ტი­ის წევ­რე­ბი პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც ხმა­უ­რი იყო, ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

ხო­რო­იშ­ვი­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ს კო­მენ­ტა­რი ამ დრომ­დე არ გა­უ­კე­თე­ბია.

გუ­შინ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კი­დევ ერთი ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი დაბ­ლო­კა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა იმა­ვე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა მუხ­ლი­თაც მოკ­ვლე­ვა აქამ­დე გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­წყო.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გავ­რცე­ლე­ბულ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მოხ­და ამა­ვე ქსე­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ჯგუფ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. შე­დე­გად, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან წა­ი­შა­ლა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში სსკ-ს 157-ე პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფას გუ­ლის­ხმობს. ამ ეტაპ­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა“, – აცხა­დე­ბენ შს სა­მი­ნის­ტრო­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დე­პუ­ტატ ეკა ბე­სე­ლი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი გავ­რცელ­და, რაც შსს-მ ასე­ვე დაბ­ლო­კა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები