ვინც ხშირად რეცხავს ჭურჭელს, კარგ ხასიათზეა და სტრესი არ სტანჯავს – მეცნიერული დასკვნა

Read Time:43 Second

ადამიანების დიდ ნაწილისთვის ჭურჭლის რეცხვა ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო საქმეა, მაგრამ გირჩევთ, ეს საქმე შეიყვაროთ, რადგანაც ახალი კვლევის მიხედვით, ის გვეხმარება განტვირთვაში და დამღლელი დღის ბოლოს სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა.

mshoblebi

ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თუ დამღლელი დღის ბოლოს ჭურჭელს გარეცხავთ, სტრესისგან გათავისუფლდებით, გონებას დაასვენებთ, კარგ ხასიათზე დადგებით და თავს უფრო კარგად იგრძნობთ.

კვლევა ჟურნალ Mindfulness–ში გამოქვეყნდა და მასში ნათქვამია, რომ თუ გინდათ, სწრაფად და მარტივად გათავისუფლდეთ დაძაბულობისგან,

ჭურჭელი ხშირად უნდა გარეცხოთ.

მეცნიერების თქმით, ჭურჭლის რეცხვით ადამიანები ისე თავისუფლდებიან სტრესისგან და დეპრესიისგან, რომ ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ.

mshoblebi

ადამიანის განწყობაზე განსაკუთრებით დადებით გავლენას ახდენს ჭურჭლის სარეცხი საშუალების სუნი და წყლის ტემპერატურა.
მკვლევრების თქმით, განსაკუთრებულ სარგებელს ჭურჭლის რეცხვით მაშინ მიიღებთ, თუ მთლიანად კონცენტრირდებით ჭურჭლის რეცხვაზე და არაფერზე არ იფიქრებთ.

„ასეთ შემთხვევაში თქვენი გონებიდან ყოველგვარი ნეგატივი განიდევნება, პოზიტივით ივსებით, სასიამოვნო განცდა გაქვთ და თავს კარგად გრძნობთ“, – ნათქვამია კვლევის დასკვნაში.

www.mshoblebi.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “შინდისის” მორიგი აღიარება “ოსკარის” წინ: დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს
Next post საქართველოს პარლამენტის უხუცეს დეპუტატს ნაც.მოძრაობის პარტიული აქტივი ფიზიკურად გაუსწორდა!