ვენეციის კომისია – საკონსტიტუციო რეფორმა წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის გაუმჯობესებისა და კონსოლიდაციისკენ

Read Time:1 Minute, 23 Second

დადებით ნაბიჯს კონსოლიდაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო წყობის გაუმჯობესებისკენ“,- ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი. ინფორმაციას ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს მეორე მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ შემუშავებული ცვლილებები კიდევ უფრო აუმჯობესებს კონსტიტუციის ტექსტს, ეყრდნობა რა, სწორედ ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვენეციის კომისია მიესალმება შერეული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. გარდა ამისა, ვენეციის კომისია მიესალმა იმ გარდამავალ ზომებს, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის არჩევნებისთვის ითვალისწინებს. საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე შემცირებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად დაუშვა პოლიტიკური ბლოკების მონაწილეობა არჩევნებში, რაც ვენეციის კომისიის აზრით, ხელს შეუწყობს შედარებით მცირე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში და გაზრდის პლურალიზმს.

ამასთან, პარლამენტის ინფორმაციით, ვენეციის კომისია იწონებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას და გაუნაწილებელი მანდატების ყველა იმ პარტიაზე გადანაწილებას, ვინც გადალახავს საარჩევნო ბარიერს. ვენეციის კომისიის შეფასებით, ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა მეორე მოსმენით 2017 წლის 15 დეკემბერს მიიღო, მცირე პარტიებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის და საქართველოში პლურალიზმის უზრუნველყოფას ემსახურება.

„ვენეციის კომისია იძლევა ხელმეორე დადებით შეფასებას და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის გაუმჯობესებისა და კონსოლიდაციისკენ, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტალური უფლებების დაცვის პრინციპების საფუძველზე. ახალი ცვლილებები აუმჯობესებს კონსტიტუციის ტექსტს. კომისიის მიერ მეორე დასკვნის მიღებამდე, 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს ხელისუფლებამ გასცა პირობა, რომ შეიტანდა ცვლილებებს ტექსტში. ცვლილებების პროექტი მოიცავს დაპირებულ ცვლილებებსაც და ეფუძნება ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს“,- ნათქვამია „ვენეციის კომისიის“ დასკვნაში.

დოკუმენტში კიდევ ერთხელ დადასტურებულია, რომ ვენეციის კომისია, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნაღებისა და ჟოლოს ტორტი-სუფლე!
Next post ,,ემიგრანტის ადვოკატი საქართველოში“ განცხადებას ავრცელებს