ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი იტალიაში იპოვეს

Read Time:25 Second

ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი, ანრი ლომიძე იტალიაში იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს” ლომიძის ახლობლებმა განუცხადეს, ის ფლორენციის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება და მას სავარაუდოდ, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებული საავადმყოფოში უცნობმა პირმა მიიყვანა. როგორ მოხვდა ქართველი სტუდენტი ავსტრიიდან იტალიაში, ჯერჯერობით უცნობია.

ქართველი სტუდენტის პოვნის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ვენაში უკრაინელ სტუდენტებსა და ლომიძეს შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ქართველმა სტუდენტმა უცხოელ მეგობრებთან ერთად ნაქირავები ბინა დატოვა. სტუდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმირებული იყო ავსტრიის პოლიცია, ასევე საქართველოს საელჩო და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “მადლობა ღმერთს, ფულის გადახდა არ მჭირდება მხარდამჭერების მობილიზებისთვის, შევხვდებით რომში!”- სააკაშვილი
Next post მთვრალმა მძღოლმა 35 წლის პოლიციელი იმსხვერპლა