მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 12 Second

ვდგავარ მამა იოსების ,,სასახლესთან,, გელათის გუმბათის ქვეშ და გაოცებული შევცქერი რაც ჩემ თვალწინ ხდება. ამდენი თვალცრემლიანი მღვდელი და თვალცრემლიანი კაცი არ მინახავს,ქალი კი. ? უწყვეტი სამოქალაქო პანაშვიდი და ამდენი გულწრფელი სიყვარული?! , დღეში ათობით დიდი პანაშვიდი, თითქმის უწყვეტად. საქართველოს ყველა კუთხიდან მოსულ ბერთა და მოძღვართაგან გულწრფელი ლოცვით აღვლენილი?! მომიტევე ჩემო მამა იოსებ რომ ეს მიკვირს. მომიტევე რომ მეგონა მარტო ჩვენ გვიყვარდი, ჩვენ ვიცოდით შენი დაფარული სიდიადე, და ჩვენ გვეტკინე. მომიტევე რომ თურმე ვერ გიცნობდი???
მაგრამ მივხვდი და ბედნიერი ვარ რომ ხალხი ყველაფერს ხედავს, გულს თვალები მართლა აქვს და გულის თვალებით ხედავს. და ყველამ დაინახა შენს უბრალოებაში სიდიადე. შენს თავგანწირულ, უანგარო სიყვარულში სიწრფელე და სინამდვილე. შენი ცოცხალი სარწმუნოება, სახარების ენით რო მეტყველებდი ბავშვობიდანვე, მარტო გარეგნობა კი არ გქონდა ძველი და ასკეტის, შიგნით იყავი ასეთი და ნამდვილი. მთელი ცხოვრება შენატროდი მოწამეებს და მოგეცა საშუალება მათი მზგავსი რწმენით, მოთმინებით დაგეთმინა გაუსაძლისი ტკივილები და ასე კიდევ ერთხელ საქმით და ცოცხალი მაგალითით გექადაგა შენგან ძალიან შეყვარებული ქრისტე და მისი სახარების ცხოველმყოფელობა. დიახ სახარება ცოცხალი წიგნია. ის სუნთქავს და ეს შენ გვასწავლე და გვაჩვენე ჩვენო ძვირფასო მამა იოსებ. ბედნიერი ვარ რომ შენი დიდი ოჯახის წევრები ვართ მე და ჩემი ოჯახიც. შენი დაუსრულებელრიგებიანი მომტირალნი დაგვლოცე. მშვიდობა დაგვიტოვე და გაათმაგებით ილოცე ჩვენთვის უფლისწინაშე?❤? -წერს სოფიალური ქსელის მომხმარებელი Pisti Agapi

შეგახსენებთ, გელათის მონასტერში,კელიაში ხანძარი რამდენიმე დღის  წინ გაჩნდა. მამა იოსები ვარაუდობდა, რომ შენობაში ადამიანი იმყოფებოდა და მის გადასარჩენად შევიდა, რის შედეგადაც დამწვრობა მიიღო.
გელათის ტაძრის წინამძღვარი მამა იოსებ ბურჯანაძე დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ის გარდაიცვალა…

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები