მარტი 29, 2024
0 0
Read Time:42 Second

ჩემი აზრით, მთავარი ამბავი კრისტიან დანიელსონის დარჩენაა და დარჩა იმდენი ხანი, რა დროც ჩვენ დაგვჭირდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმებისთვის მხარეებმა თავის თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, გადადგან ნაბიჯი უკან და თავის მომხრეებს აუხსნან თავისი პოზიციები.

„ჩემი აზრით, მთავარი ამბავი კრისტიან დანიელსონის დარჩენაა და დარჩა იმდენი ხანი, რა დროც ჩვენ დაგვჭირდება. ჩვენთვის არავის უთქვამს, ვინ შლიდა ამ მოლაპარაკებებს. სინამდვილეში, ორივე მხარემ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკან თუ არ გადადგა, ეს შეთანხმება ვერ შედგებაო – ეს არის მესიჯი, ანუ რეალურად ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს. ყველა საკითხზე არსებობს კომპრომისის შესაძლებლობა, მაგალითად, აი, ჩემთვისაც მოულოდნელი და მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა დღეს მაგიდაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს შემოვლითი გზა, ანუ ყველა საკითხზე არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა, უბრალოდ მხარეებმა თავის თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, გადადგან ნაბიჯი უკან და თავის მომხრეებს აუხსნან თავისი პოზიციები“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები