მარტი 29, 2024
0 0
Read Time:44 Second

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ბათუმში ნანგრევებში სავარაუდოდ ერთი გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაცია ზუსტდება.

„ორი ადამიანი ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ კონტაქტურები იყვნენ ორივე. ისინი არიან საავადმყოფოში. ერთი ადამიანის ცხედარია კიდევ ნანახი, დამიზუსტებენ ახლა.

ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. თუმცა, ვმუშაობთ მთელი ღამე და ხვალამდეც გაგრძელდება, ვიდრე ბოლომდე არ მივიყვანთ სამუშაოებს. ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, რომ ჩვენი მუშაობით, თუ გადარჩენილია ადამიანი, არ დაიღუპოს. ​ორ კორპუსს შუა დგას ეს კორპუსი. მუშაობს ტექნიკა. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეიძლება მალე მოხდეს ბეტონების და სინკარების გადმოლაგება. თუ ცოცხალი ადამიანი გადარჩა, სწრაფად რომ ვუშველოთ და გადავიყვანოთ საავადმყოფოში.

ჩვენი ინფორმაციით, უნდა იყვნენ დაახლოებით ორი ან სამი ბავშვი, როგორც მეზობლები გვეუბნებიან, ვერ გიდასტურებთ ჯერ ვერაფერს.

როგორც მე მომახსენეს მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი უნდა იყოს ნანახი, 100 პროცენტით ვერ გიდასტურებთ. სავარაუდოდ ადამიანის ცხედარია. მუშაობენ, რომ აწიონ სინკარები და ნახონ, სავარაუდოდ გარდაცვლილი უნდა იყოს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვახტანგ გომელაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები