აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:40 Second

ბიძინა ივანიშვილმა მდგრადი პოლიტიკური მემკვიდრეობა დატოვა, ქართულ რეალობას თუ შევხედავთ, პოლიტიკური ლიდერის წასვლასთან ერთად, მთავრდებოდა პოლიტიკური ძალა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია სრულფასოვნად აგრძელებს მუშაობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ და პოლიტსაბჭოს წევრმა, ვასილ მაღლაფერიძემ „პოსტივის“ეთერში, გადაცემა „პოლიტიკურ ინტერვიუში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი ძალა იყოს წარმატებული, მიაღწიოს და შეინარჩუნოს სტაბილურობა.

„ახლა მართლაც განსაკუთრებული პერიოდია ბევრი კუთხით. ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი, გამოკვეთილი ლიდერი, ძლიერი სტრატეგი, პოლიტიკური მენეჯმენტის ძლიერად მცოდნე, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, წავიდა პოლიტიკიდან. მან საკმაოდ მდგრადი პოლიტიკური მემკვიდრეობა დატოვა. ჩვენთან, ძირითადად, პოლიტიკური პარტიები მიბმულნი არიან ლიდერზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია სრულფასოვნად აგრძელებს ფუნქციონირებას და მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ესეც არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, აგრეთვე, იმ დემოკრატიული ფონის, რაც ქვეყანაში შეიქმნა. პარტიაში დაიწყება განახლების პროცესი, როგორც ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები