ვასილ გველესიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

Read Time:36 Second

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ვასილ გველესიანმა, წინასაარჩევნო კამპანიის
ფარგლებში ცენტარული ქალაქის ტერიტორიაზე მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
„დღეს, ქალაქის ტერიტორიაზე დავიწყეთ შეხვედრები. პირველი შეხვედრა საყავრიის
ადმინისტრაციულ ერთეულში გავმართე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ
ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ გიორგი კაკოიშვილთან ერთად.
ბოლო წლების განმავლობაში საყავრიის ტერიტორიაზე ბევრი მნიშნელოვანი პროქტი
განხორციელდა. სრულადაა მოწესრიგებული წყალმომარაგება და საგზაო
ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პირველ საჯარო სკოლას, ლაღიძის ქუჩაზე
რეაბილიტირდა სპორტული მოედანი. დაგეგმილია ჭავჭავაძისა და მერჩულის ქუჩაზე
არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია.
მოსახლეობა მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატ გიორგი
კაკოიშვილს, მისი დეპუტატობის პერიოდში განხორციელებული პროექტებისათვის და
უდიდეს იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ის უფრო მეტის
გაკეთებას შეძლებს.
მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდო მოსახლეობის ჩართულობა, რადგან თითოეული
პროექტი დაიგეგმოს და განხორციელდეს მოსახლეობის სურვილისამებრ“- განაცხადა
ვასილ გველესიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბაკურ ავსაჯანიშვილი – მზად ვარ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ჩემს ხალხს
Next post იაგო ხვიჩია Edison Research-ზე: ჩვენ გასულ წელსაც გვინახავს ასეთი კვლევები, რომელსაც ბოლოს სერიოზული აცდენა ჰქონდა