ვასილ გველესიანი: ჩვენი მიზანია შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი პირობები და ეკონომიკური განვითარება შეეტყოს თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს

Read Time:29 Second

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი შეხვედრებს
ქალაქის ტერიტორიაზე განაგრძობს. დღეს კანდიდატი ბიბილაშვილის, ფარნავაზისა და
აღმაშენებლის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმები
გააცნო.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ბიბილაშვილის,
ფარნავაზისა და აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლებთან გავმართე.
ადგილობრივებს გავაცანით ჩვენი სამომავლო გეგმები, რომელსაც მომავალი 4 წლის
განმავლობაში განვახორციელებთ.
ამ ქუჩებზე მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დაგეგმილია ისეთი
მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: აღმაშენებლის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია,
გარე განათებების განახლება, საკომუნიკაციო ქსელების მიწისქვეშ განთავსება.
ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და მის მიმდებარედ აუთვისებელი ტერიტორიების
ათვისება.
ჩვენი მიზანია შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი პირობები და ეკონომიკური
განვითარება შეეტყოს თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს “- განაცხადა ვასილ
გველესიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: გამოვიდნენ „გენიოსი“ პოლიტიკოსები, ამბობენ, რომ უნდა გაუქმდეს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური, ოკუპირებულ ქვეყანაში, სადაც 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას
Next post გია აბაშიძე: ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურის, ფალსიფიკაციის უკან სწორედ ყოფილი პრემიერი გახარია და მისი თანამოაზრეები: საბანაძე, ქემოკლიძე და ხოჯევანიშვილი დგანან