ვალერი გელაშვილი – გიორგი ვაშაძემ მითხრა, პრეზიდენტს რომ გადაუდექი, რა გეგონაო, სადაც უნდა, პირზე დავადგები
მთავარია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს სასჯელი მიესაჯა, – ასე შეაფასა ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ მისი ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
„ჩემთვის მთავარია, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი მიიღო, რა მნიშვნელობა აქვს ექვსი წელი იჯდება, თუ რვა. მიხეილ სააკაშვილისთვის ერთი წელიც საკმარისია”, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
მისივე თქმით, თავდასხმის მიზანი უკეთეს შემთხვევაში მისი სიკვდილი, უარესში კი, ინვალიდად დარჩენა იყო.
„რა იყო ამ დანაშაულის მოტივი, ეს ყველაფერი ცნობილია. ყველაფერი დაკავშირებული იყო რეზიდენციასთან, მის სახლთან, სადაც უნდა შესულიყო, ის სახლი ჯერ ჩემი იყო. ზეციდან არავინ ჩამოვიდოდა და ანგარიშსწორებას არ გამიკეთებდა. თავდასხმის შემდეგ მაშინვე დავაფიქსირე აზრი, რომ მიხეილ სააკაშვილის გაკეთებული იყო”, – განაცხადა გელაშვილმა.
მისივე თქმით, თავდასხმის შემდეგ ცოცხალი რომ გადარჩა, ღვთის ნება იყო, რადგან ფუძის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა.
„თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, საუკეთესო შემთხვევაში ინვალიდი უნდა ვყოფილიყავი, რადგან თავის ქალიდან როცა სითხე იქცევა, მენინგიტი გემართება და თუ გადარჩი, ეტლის გარეშე ვერ ივლი. ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში ეგრე უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ვერ გათვალეს, რომ ღვთის ნება არ იყო და გადავრჩი. მერე კი წყალის ჩასხმა მოინდომეს, გათიშვა უნდოდათ, მაგრამ თვითმფრინავმა მოასწრო ჩამოსვლა და წამიყვანეს”, – განაცხადა გელაშვილმა.
გელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძემ მას უთხრა: „პრეზიდენტს რომ გადაუდექი აბა, რა გეგონა. სადაც უნდა პირზე დავადგები”, – განაცხადა გელაშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ვალერი გელაშვილს 2005 წელს სცემეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმა ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით მოხდა, რადგან ვალერი გელაშვილმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით კრიტიკულად ისაუბრა. ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია ვანო მერაბიშვილის მიმართ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. რის შემდეგ ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი,...
„ჩოხატაურში, ძმამ 14 წლის და გააუპატიურა, გოგონამ ბავშვი თბილისში გააჩინა…“ – თამუნა მუსერიძე წლების წინ მომხდარ შემზარავ დანაშაულზე წერს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძების“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში შემაძრწუნებელი ამბის შესახებ წერს, რომელიც მისი ინფორმაციით წლების წინ ჩოხატაურში მოხდა. „1984...
პოლიციელებმა ალეკო ელისაშვილი ადგილიდან განარიდეს
პოლიციამ საპროტესტო აქციიდან ოპოზიციონერი დეპუტატი და "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ადგილიდან განარიდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ სვამენ დეპუტატს საპატრულო პოლიციის ავტომობილში,...
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცივი იარაღით იყო მისული
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ცივი იარაღი, სავარაუდოდ დანა ეჭირა, რის წართმევასაც პოლიცია ცდილობდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან ცოტა ხნის...
ფარული ჩანაწერი – ვინ აიძულა ახალგაზრდა ქალს ქმრის მკვლელობის საკუთარ თავზე აღება და ვინ არის რეალური დამნაშავე?
ფარულ ჩანაწერში, რომელიც "კურიერი P.S.-მა" მოიპოვა, 29 წლის ნატო ხელაძე მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, სასტიკ დანაშაულს იბრალებს - ჰყვება, რომ მეუღლე...
ადვოკატი: ლაზარე ციხეს იმ კვირის დასაწყისში დატოვებს
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის ლიკა ბითაძის ინფორმაციით, მსჯავრდადებული ციხეს შემდეგ კვირას დატოვებს. "სასამართლომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი უნდა გადაგზავნოს აუცილებლად პენიტენციურ დაწესებულებაში და...