ექსპერტების აზრით, მცირე საავიაციო კომპანიები გაკოტრდებიან ან დიდ კომპანიებს შეერწყმებიან

Read Time:52 Second

ექსპერტების აზრით, მცირე საავიაციო კომპანიები გაკოტრდებიან ან დიდ კომპანიებს შეერწყმებიან. ექსპერტები კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს საავიაციო სფეროს ისტორიაში ყველაზე დიდ გამოწვევად აფასებენ. დიდი ალბათობით, მცირე კომპანიები გაკოტრდებიან ან დიდ კომპანიებს შეერწყმებიან. რადიკალურად შეიცვლება აქამდე არსებული უამრავი წესი და ახალი რეგულაციები გაჩნდება.

Boeing-ის გენერალური დირექტორის, დევიდ კელჰუნის აზრით გაკოტრების საფრთხე შეიძლება დიდ კომპანიებსაც დაემუქროს.

„შეიძლება, წლის ბოლომდე ძველი ტრაფიკის 50%-ს მივუახლოვდეთ. რა თქმა უნდა, ბევრი რამის შეცვლა მოგვიწევს კომპანიის საქმიანობაში“,- განაცხადა დევიდ კელჰუნმა NBC News-თან საუბრისას.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რეისზე რეგისტრაციის პროცესი შეიძლება 4 საათამდე გაიწელოს, რადგან აუცილებელი გახდება მგზავრების და ბარგის დეტალური სანიტარული კონტროლი. ვაქცინაციამდე, სავარაუდოდ, დაავადების გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მეთოდი იქნება სისხლის ანალიზის ჩატარება აეროპორტებში.

მოსალოდნელია, რომ შემცირდება რეისების სიხშირე დროის დეფიციტის გამო, ვინაიდან აუცილებელი გახდება თვითმფრინავების სალონების და აეროპორტების ხშირი დასუფთავება და დეზინფექცია.

იკვეთება ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, მოკლე მანძილებზე ფრენისას მგზავრებს საკვებს არ შესთავაზებენ, ხოლო დიდ მანძილებზე მენიუში მხოლოდ მსუბუქი ხემსი იქნება.

„სავარაუდოდ, დანიშნულების ადგილზე ჩასულ მგზავრებს მოუწევთ ჯანმრთელობის დამადასტურებელი რაიმე საბუთის წარდგენა. ვაქცინაციის დაწყების შემდეგ ეს, ალბათ, იქნება კორონავირუსზე აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი“, – ვარაუდობენ საავიაციო მარკეტინგის ლიდერ კომპანიაში, SimpliFlying-ში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველო „მაიკროსოფტის“ გლობალურ ინიციატივებში ჩაერთვება
Next post ირმა ინაშვილი – „ქართული ოცნების“ საყურადღებოდ ვწერ, საკონსტიტუციო ცვლილებებს უკვე აქვს „პატრიოტებისა“ და „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მხარდაჭერა, 7-8 ხმით მეტი გვაქვს, ვიდრე საჭიროა კანონპროექტის მისაღებად