ექსკლუზივი-პარალიჩის განკურნვა შესაძლებელი გახდა

Read Time:1 Minute, 0 Second

ისრაელში ზურგის ტვინის დაზიანების აღდგენის რევოლუციური მეთოდი შეიმუშავეს

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მსოფლიოში პირველებმა შეიმუშავეს ზურგის
ტვინის დაზიანების მკურნალობის მეთოდი. მკურნალობის ეს მეთოდი საშუალებას იძლევა
განიკურნონ პარალიჩით დაავადებული პაციენტები. მეთოდი ჯერ მხოლოდ თაგვებზე
გამოსცადეს, მაგრამ, ორი წლის განმავლობაში გამოკვლევები ადამიანებზეც ჩატარდება.
მეცნიერთა აზრით პარალიზებულ ადამიანთა 80 პროცენტი კვლავ შეძლებს სიარულს.
ისრაელის მეცნიერებმა გამოიგონეს ინპლანტი, რომლის დახმარებითაც ზურგის ტვინის
დაზიანება განიკურნება. სენსაციური კვლევის შედეგები ჟურნალ Advanced Science
გამოქვეყნდა.
თელ-ავივის უნივერსიტეტში მეცნიერებმა შეძლეს ხელოვნური ზურგის ტვინის გაზრდა. ის
ლაბორატორიულ თაგვებს გადაუნერგეს. ინპლანტის გასაზრდელად პაციენტის მუცლის ქონს
იღებენ და ქონის უჯრედებს ზურგის ტვინის უჯრედებად აქცევენ. თითოეული ავადმყოფის
მოსარჩენად ათეული ასეთი ინპლანტია საჭირო (ინპლანტის გასაზრდელად კი დაახლოებით 5
წელი).
პარალიზებული თაგვები ორ ნაწილად გაიყო. ერთ ჯგუფში მწვავე მცირეხნიანი პარალიჩიანი,
ხოლო მეორეში ქრონიკული პარალიჩის მქონე თაგვები შეირჩა. ლაბორატორიული კვლევევბის
თანახმად, რომელიც პროფესორმა ტალემ დვირმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს დადგინდა,
რომ მცირეხნიანი მწვავე პარალიჩის მქონე ყველა თაგვმა შესძლო სიარული. ქრონიკული
პარალიჩის მქონე თაგვთა 80 პროცენტმა.
კვლევის ხელმძღვანელი -ბიოტექნოლოგიების რეგენერაციის ცენტრისა და ბიომედიცინური
ინჟინერიის კათედრის გამგე თელ-ავივის უნივერსიტეტში ტალ დვირია. მასთან ერთად
მუშაობენ ლიორ ვერტჰაიმი, რუბენ ედრი და იონა გოლდშმიტი.
პროფესორმა დვირმა თქვა, რომ ებრაელი მეცნიერები აშშ-ის წამლებისა და პროდუქტების
ფედერალური სამმართველოს (FDA ) ხელმძღვანელებთან აწარმოებებნ მოლაპარაკებას, რათა
მათმა კვლევამ სერთიფიკატი მიიღოს.
ზურგის ტვინის შექმნა
რეგენერაციული ბიოტექნოლოგიის ფოტო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბექა დავითულიანი – რუსეთის ხელისუფლების ამ ქმედებით, სამწუხაროდ, უკრაინის ეროვნული ინტერესები შეილახა და ახლა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული
Next post ვლადიმირ ზელენსკი – ახლა ქაოსის დრო არ არის, ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებას და პროვოკაციას არ წამოვეგებით