ეს არის მთელი ნაც-რადიკალთა მამოძრავებელი კამპანია და სურვილი, სხვისი სისხლით იწერდნენ პოლიტიკურ ქულებს და თვითონ წითელ ხიდზე გარბოდნენ – ზურაბ ქადაგიძე თენგო გოგოტიშვილზე

Read Time:37 Second

„ეს არის მთელი ნაც-რადიკალთა მამოძრავებელი კამპანია და სურვილი. მთელი მოღვაწეობის მანძილზე სხვისი ხელით აკეთეს საქმე, სხვისი სისხლით იწერდნენ პოლიტიკურ ქულებს და თვითონ წითელ ხიდზე გარბოდნენ“, – ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ჟურნალისტ თენგო გოგოტიშვილის ფეისბუკპოსტს, რომლის თანახმად გოგოტიშვილი წერს, რომ უკრაინელებმა ყირიმში „ქართულ ოცნებას“ მეორე ფრონტის გახსნა დაასწრეს და იმისთვის, რომ საქართველოს სანქციები არ დაუწესონ, მმართველმა გუნდმა მესამე ფრონტის გახსნაზე უნდა იფიქროს.

„თან სერიოზულად ამბობს და თან „ღლიცინებს“, აბა როგორ დაიტესტება, რა რეაგირება ექნება?… არა და ეს არის მთელი ნაც-რადიკალთა მამოძრავებელი კამპანია და სურვილი. მთელი მოღვაწეობის მანძილზე სხვისი ხელით აკეთეს საქმე, სხვისი სისხლით იწერდნენ პოლიტიკურ ქულებს და თვითონ წითელ ხიდზე გარბოდნენ… უბედურების შემთხვევაში, დიდი სიამოვნებით მიუსხდებიან ტელეეკრანებს და დაითვლიან გვამებს… ამათზე დიდი შიდა მტერი საქართველოს არასდროს ჰყოლია,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან