მარტი 29, 2024
0 0
Read Time:26 Second

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა გამოაქვეყნა. ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირდა 12 000-მდე კანდიდატი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი 4 600-მდე სტუდენტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ.

საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ. 7 მაისის 18:00 საათმდე უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლება ტესტის ტიპის შეცვლა საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები