ერაყში, ბელგიის მოქალაქეს ISIS-ის წევრობისთვის სიკვდილი მიუსაჯეს

Read Time:25 Second

ერაყის სასამართლომ ბელგიის მოქალაქეს, ტარიკ ჟადოუნს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის სიკვდილი მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RTBF-იავრცელებს.

სასამართლოს დადგენილებით, მსჯავრდებულსჩამოახრჩობენ.

სირიაში 1988 წელს დაბადებული, ბელგიის ქალაქ ვერვიეს მცხოვრები ტარიკ ჟადოუნი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. გამოძიების ინფორმაციით, ის ტერორისტულ დაჯგუფებას 2014 წელს შეუერთდა და ცნობილი იყო აბუ ჰამზა ალ-ბელგიკის სახელით. ის ერაყში დააკავეს.

ტარიკ ჟადოუნი ბრალს არ აღიარებს. მას განაჩენის გასაჩივრებისთვის 30-დღიანი ვადა აქვს.

ერაყის ხელისუფლების მონაცემებით, ქვეყანაში ტერორიზმის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი 300-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის უცხოელებს გამოუტანეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩუგოშვილი – საქართველოს სახელმწიფომ აგვისტოს ომის თაობაზე სტრასბურგის სასამართლოში მტკიცებულებები ამომწურავად წარადგინა
Next post ირაკლი კოვზანაძე ვენაში ავსტრიის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდება