ემილიანო სალას ძაღლი პატრონს სახლის კართან ელოდება. ფოტო

Read Time:28 Second

ფეხბურთელ ემილიანო სალას ძაღლი პატრონს სახლის კართან ელოდება. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო სალას დამ, რომანია სალამ Facebook-ზე დაპოსტა. ფოტოს პოსტს წარწერაც აქვს: “ნალაც გელოდება”.

 

 

4 თებერვალს მაშველებმა თვითმფრინავის ფრანგმენტებს შორის, რომლითაც კარდიფ სიტის“ არგენტინელი ფეხბურთელი, ემილიანო სალა მგზავრობდა, ცხედარი იპოვეს. მცირეძრავიანი თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ სალა და პილოტი დევიდ იბოტსონი იყვნენ.

სამძებრო ოპერაციის განახლება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პლატფორმაზე GoFundMe 339 000  ევრო შეგროვდა. ფეხბურთელის სამძებრო სამუშაოების განახლების მოთხოვნით პეტიცია 25 იანვარს შეიქმნა.

ემილიანო სალა „კარდიფ სიტიმ“ საფრანგეთის „ნანტიდან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა. ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი ავიაკატასტროფამდე 1 კვირით ადრე მოაწერა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ავღანეთიდან დაბრუნებულმა ქართველმა მამამ შვილს სიურპრიზი მოუწყო. ვიდეო
Next post თბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 17 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს