ემზარ კვიციანი: გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს

Read Time:39 Second

გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კვიციანმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიმართა, ხედავს თუ არა ის საჭიროებას, სახელმწიფომ მოიფიქროს სოციალური პროგრამები.

„ამ პრეზენტაციიდან მე ყურში მომხვდა ძალიან: „გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები“. სწორად გავიგე არა? ანუ ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება. ისევ მივადექით ყველაზე დიდ პრობლემას, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა დაისვა აქ. კაციშვილმა არ თქვა მთავარ პრობლემაზე, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია. განადგურებისკენ მივდივართ, ანუ სკოლებში არ გვყოფნის მოსწავლეები. ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, საჭიროა თუ არა სახელმწიფომ მოიფიქროს ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს მიმართულებას ერს გამრავლებისკენ. ხშირია ოჯახების გამოსახლება საცხოვრისიდან. გუშინ გლდანში გამოასახლეს, ხვალ ნაძალადევში ასახლებენ, რა თქმა უნდა, ამ ოჯახებში მოსწავლეები და ბავშვები ცხოვრობენ, აპირებთ თუ არა ამ ბავშვების უფლებების დაცვას?“ – განაცხადა კვიციანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “პრეზერვატივზე ყველაფრის დახატვა შეიძლება, ღმერთსაც დავახატავდი”
Next post მიქაუტაძე: კონსტიტუცია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საფუძველს არ იძლევა