ელისო ბოლქვაძეს იუნესკო-ს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა

Read Time:50 Second

იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრე აზულემ ცნობილ ქართველ პიანისტს, საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და იუნესკო-ს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მოცემული სტატუსი ელისო ბოლქვაძეს 2015 წლის 22 იანვარს პარიზში მიენიჭა და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი პირველი ხელოვანი საქართველოდან.

იუნესკო-ს საპატიო ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა.

ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და საქველმოქმედო  მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით. მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და გაერო-ს საერთაშორისო ღონისძიებებში.

გამოჩენილმა პიანისტმა საქართველოში დააარსა ფონდი „ლირა“, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა.

მან ასევე 2013 დააფუძნა ბათუმის შავი ზღვის ხელოვნებისა და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მნიშვნელოვან კულტურულ პლატფორმად იქცა ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს მიენიჭა საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების სფეროში“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტში დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინის შემოტანა იქნება შესაძლებელი
Next post არჩილ თალაკვაძე: მხარს ვუჭერდით პოლიტიკური დიალოგის პროცესს – ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე დაკომპლექტდეს, როგორც ხალხმა აირჩია