მარტი 29, 2024
0 0
Read Time:38 Second

წინასაარჩევნო პერიოდში კელი დეგნანის განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზულ გაფრთხილებად უნდა აღიქვას, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას მარნეულის ინციდენტებთან დაკავშირებით.

ხოშტარიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელჩები აქტიურად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ძალადობის გარეშე უნდა ჩატარდეს.

„ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, განსაკუთრებით ელჩებმა, არაერთხელ ისაუბრეს, რომ არჩევნები ძალადობის და მოსყიდვების გარეშე უნდა ჩატარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქტიურად აფიქსირებენ ამ პოზიციებს. საბოლოო ჯამში, საარჩევნო გარემოს გავლენა ექნება იმაზე, რამდენად აღიარებული იქნება ეს არჩევნები. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებს  სრული ინფორმაცია აქვთ, იმაზე რაც ხდება. წინასაარჩევნო პერიოდში ეს განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზულ გაფრთხილებად უნდა აღიქვას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, თითოეულმა პარტიამ თავის მხარდამჭერებს მკაფიოდ უნდა აუხსნას, რომ ძალადობა და დაშინება მიუღებელია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები