ეკა ხერხეულიძე – სააკაშვილი არ წყვეტს შიმშილობას, ვიდრე არ შესრულდება ის დათქმა, რაც გუშინ გაჟღერდა

Read Time:37 Second

სამწუხაროდ, სააკაშვილი არ წყვეტს შიმშილობას, ვიდრე არ შესრულდება ის დათქმა, რაც გუშინ გაჟღერდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ შერყეულია.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ შერყეულია. ნებისმიერი ადამიანი, ვინც შედის და ნახულობს, იმდენად მკვეთრად არის გამოხატული სისუსტე, რომ ამისთვის თვალის არიდება უსინდისობაა, თუ ამას ვინმე შეძლებს და იტყვის. ვისაუბრეთ ბევრ დეტალზე, რაც აქამდე არ გაჟღერებულა. ბევრი ისეთი ნიუანსია, რაც საზოგადოებამ არ იცის და აუცილებელია, საქმის კურსში იყოს. ეს ეხება გადაყვანასაც, არსებულ პირობებსაც, მის მდგომარეობას, რაც მის ირგვლივ ვითარდება.

სამწუხაროდ, შიმშილობას არ წყვეტს, დათქმა არის ძალაში. დიდი გულისტკივილით ვამბობ, არავის ძალა არ ჰყოფნის, რომ ის დაარწმუნოს ამაში, ვიდრე არ შესრულდება ის დათქმა, რაც გუშინ გახმოვანდა“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საპატრიარქო: 13 ნოემბერი, ასი ათასი მოწამის ხსენების დღე, წელს პანდემიის გამო მასშტაბურად არ აღინიშნება
Next post ირაკლი კობახიძე – ზუსტად ეს არის ადამიანის უფლებების სტანდარტი, როდესაც უმძიმესი დამნაშავის მხრიდან შეურაცხყოფასაც მოთმინებით უნდა მოეკიდო