ეკა ბესელია – მინდა ვისურვო, უფლებების რეალიზება ძალადობისა და საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფას გარეშე ხდებოდეს

Read Time:57 Second

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას შეფასებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების რეალიზება ისე უნდა ხდებოდეს, რომ აღნიშნული ძალადობას ან საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფას არ იწვევდეს. ეს კომენტარი ბესელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან გუშინ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

„ახლა არ მინდა დეტალებს ჩავუღრმავდე, რადგან აქ ცალმხრივი სიმართლე არ არის და ამ პროცესს ბევრი სამწუხარო კონტექსტი აქვს.  მთლიანობაში, მე მინდა ვისურვო, ამ ქვეყანაში ყველა უფლების რეალიზება ისე ხდებოდეს, რომ ეს ძალადობას და საზოგადოების ემოციური თუ მისი სენტიმენტების და გრძნობების შეურაცხყოფას არ იწვევდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტიპის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე სამართლიანი რეაგირება  უნდა მოხდეს.

„რუსთავი 2“-ის შენობასთან, „ქართული მარშის“ წევრებმა გუშინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.

აქციის დროს პოლიციამ ექვსი პირი დააკავა. როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები.

გუშინვე, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გამართა და არხის სახელით ბოდიში მოუხდა ყველა მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც, მისი თქმით, უნებურად შეილახა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადებებით. როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას მის მიერ ეთერში გამოთქმული შეფასების გამო, საყვედური გამოეცხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფრანგი დედა 10 წლის განმავლობაში მკვდარ ჩვილებს მაცივარში მალავდა
Next post მასწავლებელი თათია ლაბაძე ლექციებზე შვილთან ერთად დადის