მარტი 28, 2024
0 0
Read Time:35 Second

დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარტიაში დარჩენაზე საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.

ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ მინდა, ჩვენი რომელიმე ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის, მისი ძალადობრივი სისტემის მობრუნებას 2020 წელს, არ მინდა, იმ ძალადობრივ სისტემას მივცეთ შანსი, მოტრიალდეს და ძალაუფლება ხელში ისევ აიღოს. ამიტომ ვფიქრობ, უნდა დავინახოთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. მე პირადად ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებას და ერთად გაგრძელებას. „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, იმ პარტიას, რომლის დამფუძნებელი ვარ, რომელიც შვიდი წელია ჩემს ხელში ფორმირდება. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური პროცესია, მაგრამ არის გადაწყვეტილების ეტაპი და ალბათ რამდენიმე დღეს ავიღებთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები