ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოსალოდნელი მეორე ტალღისთვის 4 000-მდე საწოლია მობილიზებული

Read Time:1 Minute, 0 Second

ამ ეტაპზე ისევ მნიშვნელოვანი რჩება, რომ ინფექცია მაქსიმალურად შევაკავოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა მობილიზებულია 4 000-მდე საწოლი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთდროულად შეგვიძლია ვმართოთ 4 000-მდე მოქალაქის საჭიროება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ამ ეტაპზე ისევ მნიშვნელოვანი რჩება, რომ ინფექცია მაქსიმალურად შევაკავოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მობილიზებულია 4 000-მდე საწოლი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთდროულად შეგვიძლია ვმართოთ 4 000-მდე მოქალაქის საჭიროება. მნიშვნელოვანი იყო სისტემის სრული აუდიტის ჩატარება. ეს პროცესი შემოდგომაზე დავიწყეთ და ეპიდემიის დაწყების პერიოდისთვის არ დაგვისრულებია. დეტალურად უნდა შეგვესწავლა რეგიონებში ყველა საავადმყოფოს ინფრასტრუქტურული მოწყობა, ადგილზე სამედიცინო პერსონალის არსებობა და აპარატული მხარდაჭერა. დღეისათვის ჩვენ ამის სრული სურათი გვაქვს. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია რეგიონის ნებისმიერი საავადმყოფო კოვიდ-ცენტრად ვაქციოთ“, – განაცხადა მინისტრმა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 893 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 739 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი – პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვიწვია, რათა განვიხილოთ როგორც არჩევნებთან, ასევე ჯანდაცვის კუთხით არსებული ვითარება
Next post ამირან გამყრელიძე: ახლა ვართ მართვის სტადიაში, ეს ბალანსი უნდა დავიჭიროთ