მარტი 29, 2024
0 0
Read Time:33 Second

ჯანდაცვის მინისტრი ჩაქვის 21-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის მონაწილეებს მიმართავს და ურჩევს, რომ მსგავსი შეხვედრები ონლაინ პლატფორმაზე გადაიტანონ.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მათ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ საერთაშორისო გამოცდილება.

„მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიიის ონლაინ პლატფორმის რეჟიმში ჩატარება. ჯანდაცვის სამინისტროც მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი ონლაინ პლატფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვის და მსგავსი სახის სხვა კონფერენციების მონაწილეებს.

ჩვენ, ექმიმებმა მაგალითი უნდა მივცეთ ყველა სხვა დარგის წარმომადგენლებს, პანდემიასთან ბრძოლისას, წესების დაცვაში. წარმატებას ვუსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს და მივესალმები სამუშაო პროცესის გადატანას ონლაინ სივრცეში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ სამედიცინო კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა, 2 სექტემბერს გახდა ცნობილი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები