ეკატერინე ტიკარაძე – „სინოფარმის“ სანდოობაზე კითხვის ნიშნები არ ისმის, ამ ვაქცინით 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი

Read Time:45 Second

უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის „სინოფარმი“ აღიარებული, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინური ვაქცინით უკვე აცრილია 40 მილიონზე მეტი ადამიანი და ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ისმის.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ განაცხადა, „სინოფარმი“ ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება ავტორიზაციას. ტიკარაძის განმარტებით, საქართველოს ორგანიზაციასთან ინტენსიური მიმოწერა აქვს.

„როგორც იცით, საქართველოში 100 000 დოზა ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინა ჩამოვიდა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა უნგრეთის სახელმწიფოს, ვინაიდან ვიცით, რომ უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის „სინოფარმი“ აღიარებული, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით, შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. „სინოფარმი“ ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ინტენსიური მიმოწერა ამ ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც, რა თქმა უნდა, საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის იქნება შესაძლებელი საქართველოში ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: საერთოდ სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ, სხვაგან არიან
Next post ნინო ბურჯანაძე – დასავლელი პარტნიორების მოსაზრებები საპატივცემულოა, მაგრამ ეს არ არის დირექტივა, თუ არ იქნება კომპრომისი, პარლამენტში არავინ შევა