მარტი 29, 2024
0 0
Read Time:22 Second

არაერთმა ქვეყანამ მიმართა მსგავს ღონისძიებას და კვლევებზე დაყრდნობით ითვლება, რომ ეს არის საკმაოდ უსაფრთხო, – ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საკარანტინო პერიოდის 8 დღემდე შემცირების შესახებ ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შესაბამის დადგენილებაში ცვლილება დღეს შევა.

„ამ გადაწყვეტილებას ვამუშავებთ რამდენიმე კვირაა. ინიციატორი იყო ჯანდაცვის სამინისტრო. იქედან გამომდინარე, რომ არაერთმა ქვეყანამ მიმართა მსგავს ღონისძიებას და კვლევებზე დაყრდნობით ითვლება, რომ ეს არის საკმაოდ უსაფრთხო, საკოორდინაციო საბჭომ მოგვცა თანხმობა. ჩვენ დღეს გავაგრძელებთ დადგენილებაში ცვლილების შეტანას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები