ეკატერინე ტიკარაძე: პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში ჩართული იქნება კერძო სექტორიც

Read Time:41 Second

რეფორმის მეორე ნაწილი დაწყებულია და გულისხმობს კლინიკების მართვის ჰოლდინგის გაძლიერებას. რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის რესპუბლიკურის, რუხის საავადმყოფოს და ასევე ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკის ბაზაზე დავიწყეთ რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროცესი, – ეს განცხადება, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.

„პირველ რიგში რეფორმის მეორე ნაწილი გულისხმობს, ექიმებისთვის უწყვეტ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი შესაფერისი სამუშაო ადგილების უზრუნველყოფას, შესაბამისი ანაზღაურებით. ეს პროცესი დაწყებულია და საერთო ჯამში ერთიდან ორ წლამდე ვადაში ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ, შედეგებზე, ეს რეფორმები ერთობლივად რას მისცემთ ადამიანებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხდა, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში ჩართული იქნება კერძო სექტორიც. „აქ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს აქვს უფრო მეტად დაცული ბალანსი. ჩვენი მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მნიშვნელოვანია ასევე კერძო სექტორში ჰოსპიტალური სექტორის ჩართულობა, ვინაიდან მიმდინარეობს ტარიფების დადგენის პროცესი, რომელიც ასევე არის რეფორმის გარკვეული ნაწილი და ერთ-ერთი კომპონენტი. სწორედ აქ მათ ჩართულობას აქვს დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: კორონავირუსი 29 დეკემბერს დამიდასტურდა, ამ პერიოდიდან 120 დღის შემდეგ პირდაპირ ეთერში ნამდვილად ავიცრები
Next post აკაკი ზოიძე: რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოქალაქეებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას