ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინები არსად გამქრალა, დროულად გავაკეთეთ მობილიზება პაციენტებისთვის, რომლებსაც ეს კრიტიკულად სჭირდებათ

Read Time:25 Second

ვაქცინები არსად არ გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ მობილიზება ვაქცინების იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად სჭირდებათ და მე-10 მე-12 კვირაზე ვაქცინაციის პროცესის უწყვეტობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აუდიტის სამსახურის ვალდებულებაა, დეტალურად შეისწავლოს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ყველა სსიპის საქმიანობა.

„აუდიტის სამსახური გააგრძელებს დეტალურ მოკვლევას. ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს გეგმურად. ჩვენთვის ცნობილია, რომ ქვეყანამ მის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შეიმუშავა ვაქცინაციის კალენდარი, რომლის თანახმადაც, საქართველოში მხოლოდ მესამე კვარტალში იგეგმებოდა მასობრივი ვაქცინაცია. გეგმის თანახმად, მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ მესამე კვარტალში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ
Next post ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტი დევნილი გოგონებისთვის