ევროპული პრემია ისრაელის მეცნიერებს

Read Time:47 Second

ისრაელის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (ტექნიონში) ინოვაციური
ტექნოლოგია შეიმუშავეს.
ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია წყლის ორთქლის
გამოყვანა ჰაერიდან უდაბნოებში და პლანეტაზე არსებული ყველაზე
უფრო მშრალი ადგილების ატმოსფეროდანაც. ტექნოლოგიას H2OLL
ეწოდება.
H2OLL ტექნოლოგია პროფესორმა დავით ბროდიმ და ერან
ფრიდლერმა შეიმუშავა (ეკოლოგიური და სამოქალაქო ინჟინერიის
ფაკულტეტიდან). მეთოდი უკვე დააპატენტა ტექნიონმა. მკვლევართა
ჯგუფი სასმელ წყალს ჰაერიდან უკვე 2019-2020 წლის ზამთრიდან
აწარმოებს.
ახლა H2OLL მკვლევართა ჯგუფი საკუთარი ტექნოლოგიის
კომერციალიზაციის საკითხზე მუშაობს.
ატმოსფერული წყლის გენერატორმა H2OLL ევროპული „Water Europe
Innovation Award“ პრესტიჟული პრემია დაიმსახურა. ამის შესახებ
ივნისში ჩატარებულ კონფერენციაზე განაცხადეს. Water Innovation
Europe-2021.
Water Europe (WE) – ევროპის ინსტიტუტების ტექნოლოგიური
თანამშრომლობის პლათფორმა, კომპანიები და წალმომარაგების
კომპანიები 2004 წელს შეიქმნა. ის აერთიანებს 200 მეტ ორგანიზაციას,
აკადემიურ ინსტიტუტსა თუ კვლევით ცენტრს. აგრეთვე
წყალმომარაგების კომპანიებს. ორგანიზაციის მიზანია ეკონომიკა
წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებაზე გადაეწყოს.
დღესდღეობით პლანეტის მოსახლეობის 10 პროცენტს, დაახლოებით
670 მილიონ ადამიანს, არ აქვს შესაძლებლობა სუფთა სასმელ
წყალთან ჰქონდეს შეხება. ამიტომ ისრაელის მეცნიერების მიერ
შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგია H2OLL მეტად მნიშვნელოვანია
ბევრი რეგიონისათვის, ქვეყნისათვის და საერთოდ,
კაცობრიობისათვის.
ტექნიონის პრესსსამსახურის ფოტო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე
Next post შსს ავსტრალიელი ტურისტის საქმეზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს