მარტი 29, 2024
0 0
Read Time:46 Second

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი ცხინვალში, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მომხდარს გმობს.

საქართველოს პარლამენტიდან ცნობით, ტრაგიკული ინცინიდენტზე სათანადო რეაგირებისკენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა მოუწოდა. ცხინვალში მომხდარს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები – კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან.

„მოვუწოდებთ, როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩატარდეს სრული და გამჭვირვალე გამოძიება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და დაისაჯონ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები. ასევე, მოვუწოდებთ, დაუყოვნელივ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლება და მათი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების განცხადებაში.

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში

დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები